სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ლიანა აღდგომელაშვილი
| |
რაიონი
|
ისანი-სამგორი
| |
სკოლა
|
107-ე საჯარო
| |
ქალაქი
|
თბილისი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
ელემენტები ჯანმრთელობის სამსახურში
| ||
თემის შინაარსი
| ||
ქიმიური ელემენტები როგორც დადებით,ასევე უარყოფით როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში.ამიტომ საჭიროა მათი მნიშვნელობის შესწავლა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბება.ამის მისაღწევად შევქმნით მოსწავლეთა ჯგუფებს,რომლებიც მოაგროვებენ ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმში არსებული ელემენტების თვისებებზე, მათ როლზე ცოცხალ ორგანიზმში,გამოიკვლევენ მათ შემცველობას პროდუქტებში,,..გააკეთებენ პრეზენტაციას...გააცნობენ საზოგადოებას.
| ||
საგანი
| ||
ქიმია- ბიოლოგია
| ||
დონე/კლასი
| ||
საშუალო საფეხური/ Xგ კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
3 თვე
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
ქიმ.X.12.მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ. X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლე შეძლებს დააკავშიროს ქიმიური ელემენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები მათ გამოყენებასთან, განსაზღვრoვს მათი როლი ადამიანის ჯანმრთელობისათვის,მოიძიოს ინფორმაცია ქიმიური ელემენტების ბუნებრივი წყაროების (საკვები,წყალი,გარემო...)შესახებ,გაანალიზოს მოძიებული ინფორმაცია და შექმნას საზოგადოებისათვის საჭირო პროდუქტს.
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
1. როგორ ვაიძულოთ სიბერე მოიცადოს?
2.როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე?
| |
თემატური კითხვები
|
1.რა ვიცით რაციონალური კვების შესახებ?.
2. .რა კავშირი აქვს სწორ კვებას ადამიანის აზრებთან და მის სულიერ სამყაროსთან?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
1..რომელ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს ადამიანის ორგანიზმი?.
2. რა როლი აქვს თითოეულ ელემენტს ადამიანის ორგანიზმში?
3. რომელი პროდუქტი შეიცავს ჯანმრთელობისათვის საჭირო ელემენტებს?
4. რა ვიცით მათი სადღეღამისო ნორმების შესახებ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის?
5. როგორ ვარეგულიროთ მაკრო, მიკრო და ულტრა –მიკროელემენტების მეტ–ნაკლებობა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
6. რა ქიმიურ პროცესებსაა აქვთ ადგილი საკვების გადამუშავებისას?
7. რა უნდა ვიცოდეთ საკვების კვებითი ღირებულებისა და ენერგიის შემცველობის შესახებ ?
8. რა როლი აქვთ ელემენტებს უჯრედისათვის?
9. რომელი ელემენტებია მნიშვნელოვანი ტვინის ნორმალური ფუნქციონერებისათვის?
|
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
| ||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| ||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| ||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა იციან ქიმიური ელემენტების თვისებები,მათი გავრცელება ბუნებაში.აქვთ ზოგადი ცოდნა ელემენტების ფუნქციებზე ადამიანის ორგანიზმში,აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და პროექტზე მუშაობის ინტერესი.
| ||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
| ||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე გამოვიკვლევ მოსწავლეების ცოდნას პროდუქტების შესახებ
(K-W-L) ცხრილის გამოყენებით,ამ აქტივობის მიზანია დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა ჯანსაღი კვების შესახებ, ხოლო კითხვარის საშუალებით ვარკვევ მათ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
შემდეგი აქტივობაა დავალებების განაწილება ჯგუფებში.
კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად.ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამის თემებზე: 1) ზოგადად ელემენტები და მათი როლი ადამიანის ორგანიზმში. 2)ელემენტები პროდუქტებში. 3) ელემენტების ნორმების რეგულირება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, 4)საკვების გადამუშავება-როგორც ქიმიური მოვლენა. 5)ელემენტები უჯრედში და ტვინის ფუნქციონირება.
ინფორმაციის მოძიება- გაანალიზება-დახარისხების პროცესში მოსწავლეებზე ვაწარმოებ დაკვირვებას , გამოკითხვას,გასაუბრებას. მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ სახელმძღვანელოდან,ინტერნეტიდან,
გარემოდან, ყოფა-ცხოვრებიდან. ისინი გამოიკვლევენ ჯანსაღის, წრაფი კვების და ე.წ. “მკვდარი“ პროდუქტების გავლენას ადამიანზე, მოაწყობენ „ჯანსაღ პიკნიკს“,შექმნიან ბროშურას, გააკეთებენ კედლის გაზეთს, ააგებენ „ კვების პირამიდას“.
მუშაობის პროცესში ისინი შეფასდებიან განმავითარებელ-განმსაზღვრელი შეფასებით.
პროექტზე მუშაობა დასრულდება სასკოლო პრეზენტაციით.მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.(პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით)
|
Комментариев нет:
Отправить комментарий